მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური სათათბიროს შექმნას აანონსებს

20.12.23 12:56
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური სათათბიროს შექმნას აანონსებს

მიხეილ სააკაშვილი ერთობის კომიტეტის შექმნას აანონსებს. ოპოზიციას მესამე პრეზიდენტმა შეთავაზება 7 ნოემბრის საქეზე, დისტანციურად ჩართვისას შესთავაზა. 

მისი თქმით, პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტი 20-25 კაცისგან უნდა შედგებოდეს და მასში  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, "სტარატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი - გიორგი ვაშაძე და სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტში საზოგადოების აქტიური წევრები უნდა გაერთიანდნენ. მისი თქმით, ეს ადამიანები ერთად მოიფიქრებენ, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური აქტიურობის სტრატეგია და ცშეიძლება ითქვას, რომ  ეს კომიტეტი განსაზღვრავს როგორი იქნება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გეგმები. 

სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას არც ის გამორიცხა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე აირჩიონ. 

მე წარმომიდგენია შემდეგი არჩევნები ძალიან კონკრეტულად - ეს არის ყველაზე ისტორიული არჩევნები 1990 წლის მერე. მონაწილეობა ნიშნავს ევროპაში შესვლას და ცხოვრების დონის სწრაფ გაუმჯობესებას. 

კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება, ძალა ერთობაშია და მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მინდა, შევთავაზო (ოპოზიციას) "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორიც არის ამერიკაში. ხალხი უნდა შევიდეს - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ, ასევე, უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.  

ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ეს უნდა იყოს, ფაქტობრივად, ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა, პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ჩქარი რეაგირების ადგილი და სხვებთან დიალოგის ადგილი. 

მზად ვარ, რომ შევიდე ამ კომიტეტის შემადგენლობაში. თქვენთან ერთად ვითათბირო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.