ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა - მესამე სექტორი "ოცნებას" რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს
როგორ აპირებს "ქართული ოცნება" უსაფუძვლოდ გამდიდრებული ჩინოვნიკების საქმეების გამოძიებას? - ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას ბიუროს თავმჯდომარის მარავალპარტიული წესით დამტკიცებას სთხოვს.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ სააგენტო, რომლის მიზანიც ელიტური კორუფციის გაძიება უნდა იყოს, უფუნქციოა, ამიტომ უფლებადამცველები კომისიის მოთხოვნების გათვალისწინებას ითხოვენ და ხელისუფლებას ახსენებენ, რომ ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება ევროკავშირში გასაწევრიანებლად ერთ-ერთი მთვარი წინაპირობაა.
ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ძალიან კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვან პუნქტებს შეიცავს, ხელშესახებად ადვილად გასაზომ პუნქტებს და სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რომ ევროკავშირის მხრიდან ამ თემას დაეთმოს სერიოზული ყურადღება. დღევანდელ სისტემას აქვს ორი მთავარი პრობლემა: ერთი, რომ რეალურად, არ არის უზრუნველყოფილი მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა, იმიტომ, რომ ის ერთმნიშნელოვნად და პირდაპირ ინიშნება პრემიერის მხრიდან და ფაქტობრივად, ანგარიშვალდებულია პრემიერთან და მეორე ის, რომ მას არ აქვს, რეალურად, საგამოძიებო ფუნქცია, იმიტომ, რომ საგამოძებო ფუნქციის გარეშე კორუფციასთან ბრძოლა, ეს შეუძლებელი ამბავია, - ამბობს"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი.
"ინფორმაციის თავისუფლების განვიტარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ მმართელ გუნდს რეალობასთან თვალის აგსწორება არ სურს.
ეს არის რეალობა, რასთანაც თვალის გასწორება არ უნდა მმართველ გუნდს. მათ უნდათ იმ რეკომენდაციის შესრულება და იმ მოთხოვნების, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი და რაც ნამდვილად ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი, ძლიერი ანტიკორუფციული სამსახური, ამის რეცეპტი ჩვენც დავდეთ და აგერ, ვენეციის დასკვნამაც და დანარჩენი უკვე მათძეა დამოკიდებული. გადაწყვეტილებების მიმღებები არიან ისინი. ტესტი, არის თუ არა დამოუკიდებელი, ეს აქვს დასამტკიცებელი ახლადშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ მაგალითად, ეს შეეხება პრემიერის მიერ სახელმწიფო სახსრებით თვითმფრინავის გამოყენებას თუ მშბლებიდან მიღებული ძალიან დიდი საჩუქრების თვალსაზრისით. მას აქვს ყველანაირი საფუძველი ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, რასაც ისინი მიიჩნევენ საეჭვოდ და პოტენციური კორუფციის რისკების მქონედ, მან მიმართოს შესაბამისი დასკვნით საგამოძიებო უწყებებს, - ამბობს გიორგი კლდიაშვილი.
საქართველოს მთავრობას ვენეციის კომისიამ წამზომი ჩაურთო. უწყება, რომელიც კორუფციასთან ბძოლისთვის შეიქმნა, საერთაშორისო ექსპერტებმა დაიწუნეს. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ პრემიერის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ვერც კორუფციულ გარიგებებს გამოიძიებს, ვერც ხალხისთვის მოპარული ფულის კვალზე გავა, ვერც ვერავის დასჯის და ვერც ვერავის დაასანქცირებს. ვენეციის კომისია პირდპირ ითხოვს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შეფი, ვინც ჩინოვნიკების დაუსაბუთებელი გამდიდრების საქმეები უნდა გამოიძიოს იმისთვის, რომ ნდობა ჰქონდეს, მრავალპარტიული ჩართულობით უნდა დამტკიცდეს.