რას ჰპირდება მიხეილ სააკაშვილი ემიგრაციიდან დაბრუნებულებს - პრეზიდენტის სიტყვა

20.12.23 13:23
რას ჰპირდება მიხეილ სააკაშვილი ემიგრაციიდან დაბრუნებულებს - პრეზიდენტის სიტყვა

ევროპიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია მზადდება - განცხადება ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. 

როგორც მან სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას აღნიშნა, ეს ნიშნავს, იმას, რომ ბოლო შემოსავლის წყარო მოაკლდება ქართულ ოჯახებს. 

სააკაშვილის განცხადებით, მათი ამოცანაა მილიადნახევრიანი ფონდი შეიქმნას, რომ სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სრულიად ლეგალურად ჰქონდეთ შემოსავალი. 

"ქართველების გასვლა საქართველოდან უნდა დასრულდეს და ყველა პირობა უნდა შევქმნათ დაბრუნებულებისთვის"- თქვა სააკაშვილმა.