ცესკოს კონფრონტაციული ტონი გაუგებარია - ელენე ხოშტარია

20.12.23 15:56
ცესკოს კონფრონტაციული ტონი გაუგებარია - ელენე ხოშტარია

ცესკოს პასუხი ემიგრანტებს - "დროას" ლიდერისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის "კონფრონტაციული ტონი" გაუგებარია. 

ელენე ხიშტარიას თქმით, მათი კამპანიით, ისინი ეხმარებიან სახელმწიფოს, იპოვონ ადამიანები, რომლებიც უნდა ჩაერთონ არჩევნებში.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მოსთხოვენ პასუხს, რომ თავისი როლი შეასრულოს: 

გაუგებარია ცესკოს კონფრონტაციული ტონი, იმიტომ, რომ შინაარსი, რასაც ისინი ამბობენ, ადასტურებს ზუსტად მუხლების დონეზე, იმ ტექნიკურ სქემას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ემიგრანტებს, შევთავაზებთ ცესკოს. კერძოდ, ჩვენ ვაგზავნით ამ წერილებს, ხელმოწერებს როგორც ცესკოში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. რეალურად, ჩვენ ვეხმარებით სახელმწიფოს იმაში, რომ მათ იპოვონ ადამიანები, რომლებიც უნდა ჩაერთონ არჩევნებში. თუ ისინი ადასტურებენ, რომ მათი ამოცანა არის რაც შეიძლება მეტი ადამიანის არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ მხოლოდ მადლობა გვეკუთვნის ჩვენ, რომ მათ საქმეს ვაკეთებთ. საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მოვთხოვთ პასუხს, რომ თავისი როლი, პასუხისმგებლობა აქაც შეასრულოს, - ამბობს ელენე ხოშტარია.

ცესკოს უარი ემიგრანტებს - "საზღვარგარეთ ახალი  უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვებას აზრი არ აქვს" -ასე პასუხობს საარჩევნო  ადმინისტრაცია იმ ემიგრანტების მოთხოვნას, ვინც გადამწყვეტ არჩევნებში ხმის უფლებას ითხოვს.

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია მთელს  პასუხისმგებლობას საგარეო საქმეთა სამინისტროს აკისრებს და ამბობს, რომ უბნების გახსნას ემიგრანტებისთვის მხოლოდ ამ უწყების მიერ მიწოდებული სიების საფუძველზე შეძლებენ.