კალაძე იწყებს აღიარებას, რომ მისმა სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა და ცდილობს, ყურადღება ალტერნატიულ პროექტებზე გადაიტანოს - ურუშაძე
"კახა კალაძე იწყებს აღიარებას, რომ მისმა სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა და ცდილობს, ყურადღება ალტერნატიულ პროექტებზე გადაიტანოს", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მერიამ ძირითადი აქცენტი საავტობუსო ტრანსპორტის და ბასლაინების განვითარებაზე გადაიტანა, რაც სამომავლოდ პრობლემას დაამძიმებს.
თბილისის მერი კახა კალაძე იწყებს აღიარებას, რომ მისმა სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა და ცდილობს, ყურადღება ალტერნატიულ პროექტებზე გადაიტანოს.
არ დაგვავიწყდეს, დაკარგულია 10 წელი და არამიზნობროვად გაფლანგულია მილიარდობით ლარი, რომლის დიდი ნაწილი კორუფცოული გზით მითვისებულია მაღალი თანამდებობის პირების და მათი გარემოცვის მიერ.
თბილისის მერია განვლილი პერიოდის განმავლობაში, მუდმივად აანონსებდა მასშტაბური ინფასტრუქტურული პროექტების: შემოვლითი რკინიგზის, საბაგიროს, მეტროპოლიტენის, ტრამვაის, განივი კავშირების, მრავალდონიანი პარკინგების - განხორციელების პრიორიტეტულობას და მიზანშეწონილობას, მიუხედავად, ჩატარებულ კვლევებზე დახარჯული ათეულობით მილიონი ლარისა, მერიამ ბოლო 6 წლის განმავლობაში, ვერ განახორციელა, ფინანსურად ტევადი ვერცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი.
საცობების სისტემური პრობლების მოსაგვარების საპირწონეთ, მერიამ, ძირითადი აქცენტი საავტობუსო ტრანსპორტის და ბასლიანების განვითარებაზე გადაიტანა, რაც, მზარდი სატრანსპორტო საშუალებების პირობებში - გრძელვადიან ჭრილში პრობლემის დამძიმების წინაპირობას წარმოადგენს.
დედაქალაქში ურბანული ტრანსპორტის განვითარებების გეგმა უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ, საავტობუსო ტრანსპორტის განვითარებას და მათ სატრანზიტო დერეფნებზე ადაპტირებას, არამედ - გრძელვადიან 10 - 12 წელზე და მოკლევადიან 5 - 7 წელზე გათვლილ, მუდმივად კორექტირებად ინფრასტრუქტურულ ღონისძიებათა სინქრონულად განხორციელებას.
გრძელვადიანი - სამი მიმართულება : სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა - შემოვლითი რკინიგზა, მეტროპოლიტენის ქსელის განვითარება, დამატებითი სახიდე გადასასველების (განივი კავშირები) მოწყობა.
მოკლევადიანი - ოთხი მიმართულება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელზე (დერეფნებზე) თავსებადობა, ურბანული საბაგირო გზების განვითარება, მრავალდონიანი საპარკინგე სივრცეების განვითარება, მსუბუქი სარელსო ტრანსპორტის (მ.შ ტრამვაი) ქსელის განვითარება და ჭკვიანი შუქნიშნების სისტემის დანერგვა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განოყრნებით იქნება მართული.” - წერს ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში.