გისურვებთ, საქართველოში მართლმსაჯულება იყოს ისეთი, როგორზეც ვოცნებობთ - პრეზიდენტმა 2024 წელი სასამართლოს გათავისუფლების წლად გამოაცხადა

20.12.23 18:30
გისურვებთ, საქართველოში მართლმსაჯულება იყოს ისეთი, როგორზეც ვოცნებობთ - პრეზიდენტმა 2024 წელი სასამართლოს გათავისუფლების წლად გამოაცხადა

 

 

 

გისურვებთ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა - ამ სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, მართლმსაჯულების სახლის გახსნაზე შეკრებილ იურისტებს, რომლთა შორისაც იყვენენ უფლებადამცველები აფხაზეთიდან.

2024 წელი სალომე ზურაბიშივლმა სასამართლოს გათავისუფლების წლად გამოაცხადა. დღეს ზურაბიშვილმა სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლებაზე ეკა ბესელიასთან ერთად ილაპარაკა, "ოცნების" იმ დამფუძნებელთან ერთად, რომელიც ივანიშვილის გუნდიდან სწორედ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გამო წავიდა. 

ზურაბიშვილმა დღეს "ქართულ ოცნებაზე" იერიშისთვის ისევ ალეგორიების გზა აირჩია, თქვა რომ როდესაც თავისუფალ სასამართლოს ხალხს ართმევენ, ასეთ შემთხვევებში პროცესები ქუჩაში გადადის. იყო პარალელები საბოჭოთა კავშირთან, როდესაც კომუნისტური რეჟიმი ხალხს უსამართლობას აჩვევდა. ფაქტია, საბჭოთა წარსულის გახსენება სალომე ზურაბიშვილისგან, მხოლოდ ისტორიის გაკვეთლები არ ყოფილა და ყველა სიტყვას მისი ადრესატი ჰყავდა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირის სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ მართლმსაჯულებაში გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგას.

ზოგადად, ძალიან კარგად დამთავრდა და ძალიან ბევრი სასიხარულო ამბავი გვაქვს ამ წლის ბოლოსთვის. შეიძლება, მთელი წელი ასეთი არ იყო, მაგრამ ის, რაც მოხდა ამ დღეებში, ყველასთვის არის სასიხარულო. ყველას მინდა მოგილოცოთ, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის პატარა საქმე. ამაზე მერე დიდხანს ვიმსჯელებთ, თუ ეს რას ნიშნავს, რას მოიცავს და რას მოითხოვს ჩვენგან, რადგან ძალიან ბევრს მოითხოვს. არაფერი არ ხდება ცხოვრებაში მარტივად და ალბათ, ესეც არ მოხდა მარტივად. ამასაც სჭირდება მომზადება, სჭირდება იმ ხალხის და ახალგაზრდების მხარდაჭერა, ინტერესი. ინტერესი და ნება თუ არ არსებობს რაიმე საქმის მიმართ, მაშინ ეს გადადის ინერციაში და არასაინტერესო ხდება და არაქმედითი. ამიტომ მინდა, მოგილოცოთ ეს დღევანდელი დღე. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ქალაქში, ამ რეგიონში იყოს პირველი ფილიალი, რადგან სასამართლო, მართლმსაჯულება არის ის, რაც ყოველივე ქართველს ამოძრავებს. რისი არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის. არაეკონომიკური და არაყოფითი საკითხები უფრო უსამართლობაა. ამიტომ იყო ყოველთვის და ეს ძალიან ღრმად არის ქართულ გენეტიკაში, ან მოსამართლე იყო, ან ექიმი და ამას მოყვებით თქვენ. მე გისურვებთ, თქვენ მომავალ საქმეში, კარიერაში, იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება და სასამართლო იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, როგორზედაც ჩვენ ვოცნებობთ და არამხოლოდ ჩვენ, ჩვენი წინა თაობები და იყო საქართველოში ბევრი პერიოდი, როდესაც არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო. იყო ასევე პერიოდი, მთელი ეს საბჭოთა პერიოდი, რომელმაც გადაგვაჩვია იმას, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო და იმის მერე ისევ დავიწყეთ სწავლა, მიჩვევა იმისი, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო და მივდივართ ამ გზით. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, რომ ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელს, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ სტატუსის, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები. ამისი მონაწილეები იქნებით ყველა თქვენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ამ გამოსვლამ გააჩინა კითხვა, ზურაბიშვილს სჯერა, რომ სასამართლოს მართვის სადავეებს "ქართულ ოცნება" დათმობს, თუ სასამართლოს გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშივლი ხელისუფლებიდან ქართული ოცნების წასვლას გულისხმომბდა?