ეშინია თუ არა "ოცნებას" ემიგრანტების? - საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნები არ გაიხსნება
ეშინია თუ არა "ოცნებას" ემიგრანტების საარჩევნო ხმების? - საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. უარი ემიგრანტებს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უთხრა. კალანდარიშვილი პასუხისმგებლობას სრულად იხსნის და ხელს საგარეო საქმეთა მინისტრისკენ იშვერს. ცესკომ საქართველოს მოქალაქეებს შეუთვალა, რომ რამდენი ხელმოწერაც არ უნდა შეგროვდეს, აზრი არ აქვს, რადგან მთავარი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობაა.
არადა ცესკოსაც და სამინისტროსაც საქმეს ოპოზიცია უადვილებს, რომელიც ემიგრანტების ხელმოწერებს აგროვებს. სიები გადაიგზავნება დარჩიაშვილთან და კალანდარიშვილთან, რის შემდეგაც უკვე მხოლოდ პოლიტიკური ნება იქნება საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. ოპოზიცია ამბობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე, რომელიც ამ პოსტს დიდი ხანია არალეგიტიმურად იკავებს, "ოცნების" დავალებას ასრულებს და მიზანმიმართულად ბლოკავს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას.
ვრცლად ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.