ქვეყნისთვის დაუძლეველი სენი და მიუსაფარი ცხოველების მიერ დაკბენილი ათობით ადამიანი - ხალხი პანიკაშია
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ქვეყნისთვის დაუძლეველ სენად იქცა - ხალხი პანიკაშია, ხელისუფლება კი მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს. ქუჩები სავსეა უპატრონო ძაღლებით ისე, რომ ადამიანები გარეთ ფეხით გამოსვლასაც კი ერიდებიან. ყოველდღე კლინიკებში ძაღლებისგან დაკბენილი ათეულობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები შეჰყავთ. არადა ქვეყანაში არსებობს მონიტორინგს სამსახური, რომელიც ბიუჯეტიდან მილიონებით ფინანსდება, თუმცა ეს უწყება პრაქტიკულად უფუნქციოა, რეალობა კი უკვე საგანგაშო.
ცამეტ-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა გურიაში 2 წლის ბავშვს, რომელიც მიუსაფარმა ძაღლმა დაკბინა და სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. 24-საათიანი ძებნის შემდეგ, ნაპოვნია მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ერთ-ერთ ობიექტთან ახლოს, ძაღლმა გაკაწრა. ირკვევა, რომ 17 წლის ბიჭი სამჯერ უკვე აცრილია და შესაბამისად საფრთხე აღარ ემუქრება. მანამდე კი სოციალური ქსელი ამ მოზარდის ძებნის განცხადებებით გადაივსო, რადგან ძაღლი, რომელმაც ის დაკბინა, რამდენიმე დღეში ცოფით გარდაიცვალა.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.