ცხელი წინაასაარჩევნო წლის დაწყებამდე, სააკაშვილი ახალი პოლიტიკური ორგანოს შექმნას აანონსებს - ვინ იქნებიან კომიტეტის წევრები
ჩქარი რეაგირების და იდეების ინსტრუმენტი - ცხელი წინაასაარჩევნო წლის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური ორგანოს შექმნას აანონსებს. მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ ერთობის კომიტეტმა უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. დასახელებულია სათათბიროს რამდენიმე წევრიც. პარტიის ლიდერშიპი და სოფო ჯაფარიძე, როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი. თუმცა კომიტეტის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უნდა იყვნენ.
ახლა მთავარი კითხვაა, ვინ იქნებიან კომიტეტის წევრები. "პირველების" ინფორმაციით ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია, არა. პარტიაში ამბობენ, რომ მთავარი სათათბირო ორგანო იანვარში დაკომპლექტდება. უკვე ცნობილია, რომ მის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული თავად მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც დღეს პირობა დადო, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 4 წელიწადში საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.