ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა - "ოცნებას" ჯერ არ აქვს გეგმა, როგორ უნდა შეასრულოს მოთხოვნები

20.12.23 20:31
ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა - "ოცნებას" ჯერ არ აქვს გეგმა, როგორ უნდა შეასრულოს მოთხოვნები

 

 

მთავრობამ არ იცის, როგორ უნდა შექმნას უწყება, რომელიც მაღალჩინოსნების დაუსაბუთებელი გამდიდრების ფაქტებს შეისწავლის - "ოცნებამ" ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნიდან შინაარსი ვერ გამოიტანა, რადგან დღეს მაინც ამტკიცებდნენ, რომ ღარიბაშვილის მიერ შექმნილი საბჭო საქმეს ეფექტურად აკეთებს. არადა საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა ხელისუფლებას ლამის დაუმარცვლეს, რომ ანტიკორუფციული ბიურო უფუნქციოა და არ არის დამოუკიდებელი.  

ამიტომ ჩნდება კითხვა, დაიწყებს თუ არა რეალურ რეფორმას მთავრობა ისე, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყოს. ამისთვის ვენეციის კომისიის შემდეგ ხელისუფლებას რეცეპტი სამოქალაქო სექტორმა დაუდო. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ბიუროს თავმჯდომარე უნდა დამტკიცდეს პარტიების შეთანხმების შედეგად და არამხოლოდ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით. ამ წესით დაკომპლექტებულმა სამსახურმა კი ტესტის ჩაბარება საქართველოს პრემიერის საეჭვო ფინანსების გამოძიებით უნდა დაიწყოს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.