იქნებიან თუ არა სააკაშვილის მიერ დაანონსებულ კომიტეტში ენმ-ს გარდა სხვა პარტიებიც? - რას ამბობს სოფო ჯაფარიძე
იქნებიან თუ არა სააკაშვილის მიერ დაანონსებულ კომიტეტში ენმ-ს გარდა სხვა პარტიებიც? - მესამე პრეზიდენტის სეპციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, "საჯარო პოლიტიკაში" ამბობს, რომ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა ჯერ კიდევ გადაწყვეტილებების პროცესშია, თუმცა აღნიშნავს, რომ კომიტეტი უშალოდ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ეხება.
ეს ჯერ კიდევ გადაწყვეტილებების პროცესშია, მაგრამ პოლიტიკური აქტოვობის და თანხმობის კომიტეტი ეხება უშალოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ჩვენს პარტიასა და ამომრჩეველს შორის მაქსიმალურ ჰარმონიზაციას, მჭიდრო კომუნიკაციას. ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ და სულ უნდა გვახსოვდეს ენმ-ს შექმნის იდეა, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს უერთგულეს ამომრჩეველს, რომელიც ასე უდგანან გვერდით მიხეილ სააკაშვილს და ჩვენს პარტიას. ეს იქნება მთავარი მამომტივირებელი", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ცხელი წინაასაარჩევნო წლის დაწყებამდე, სააკაშვილი ახალი პოლიტიკური ორგანოს შექმნას აანონსებს. მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ ერთობის კომიტეტმა უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. დასახელებულია სათათბიროს რამდენიმე წევრიც. პარტიის ლიდერშიპი და სოფო ჯაფარიძე, როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი. თუმცა კომიტეტის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უნდა იყვნენ.