ერთი რგოლი მეორეს არ ანაცვლებს, ეს ავსებს ერთმანეთს - სოფო ჯაფარიძე სააკაშვილის მიერ დაანონსებულ კომიტეტზე

20.12.23 21:55
ერთი რგოლი მეორეს არ ანაცვლებს, ეს ავსებს ერთმანეთს - სოფო ჯაფარიძე სააკაშვილის მიერ დაანონსებულ კომიტეტზე

ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ კომიტეტთან უნდა შეათანხმოს, რის გაკეთებას დაგეგმავს აკეთებს ნაციონალურ მოძრაობაში, თუმცა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტსაბჭო უფუნქციო ორგანოდ დარჩება ან პარტიის თავმდჯდომარეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ექნება.

ერთი რგოლი მეორეს არ ანაცვლებს, ეს ავსებს ერთმანეთს. ეს არის იდეალური შემავსებელი. მეტიც, ჩემი აზრით, არსებულ ხელმძღვანელობას კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და ექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამომრჩველისთვის. ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა. რომ არა ჩვენი ერთგული ელექტორატი, არაფერი იქნება პარტია.

დღეს ჩვენ მიხეილ სააკაშვილისგან მოვისმინეთ ჩამონათვალი, ვინ იქნება არსებულ კომიტეტში და კიდევ უფრო გაფართოვდება ეს, როგორც მან განაცხადა. იქნება 20-25 ადამიანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქნებიან ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც ასე იბრძვიან ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ცხელი წინაასაარჩევნო წლის დაწყებამდე, სააკაშვილი ახალი პოლიტიკური ორგანოს შექმნას აანონსებს. მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ ერთობის კომიტეტმა უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. დასახელებულია სათათბიროს რამდენიმე წევრიც. პარტიის ლიდერშიპი და სოფო ჯაფარიძე, როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი. თუმცა კომიტეტის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უნდა იყვნენ.