გაგვწირეს! - ემიგრანტების პასუხი "ქართულ ოცნებას"

21.12.23 11:19
გაგვწირეს!  - ემიგრანტების პასუხი "ქართულ ოცნებას"

ხელისუფლების განაჩენი ქართველი ემიგრანტებისთვის - ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობა არ თანხმდება არცერთ იდეას, რომელიც გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის პირობებში ქართველებს გერმანიაში სამუშაოს ლეგალურად აპოვნინებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ქართულ მხარეს ბალკანეთის მოდელის შემუშავება შესთავაზეს, რაზეც ფაქტობრივად, უარი მიიღეს.

ოფიციალური თბილისი მიზეზად ტვინების გადინებას ასახელებს. ანუ, ხელისუფლებას ეშინია, რომ განათლებული ადამიანები ღირსეული ანაზღაურების სანაცვლოდ კარიერას ევროპაში აიწყობენ. მაშინ, რას აკეთებენ თავად იმისთვის, რომ ხალხი აღარ გაიქცეს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიგრანტების პროტესტი უკვე მოჰყვა -  "საკუთარი მოსახლეობა გაწირეს" - ამბობს "პირველებთან" ემიგრანტთა ასოციაციის წარმომადგენელი. 

ანა ბალამწარაშვილის თქმით, მმართველ პარტიას გადაწყვეტილება საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის არ მიუღია. 

შეიძლება ჩავიდნენ და მექსიკის კედელი ააშენონ ახალი, რომ იქიდან ხალხი აღარ გავიდეს ხომ. სხვა გზას ვერ მოძებნის ხალხი გასადინებლად და არ გადის ხალხი? ყოველდღე რამდენი ადამიანი გადის ხომ. ამას უკუჩვენებაც აქვს, სადღაც მეორე გზაც მოიძებნება, მესამეც და მეოთხეც. არ არის ეს შესაბამისი პასუხი. რა თქმა უნდა, გაუკვირდებოდა გერმანიის მხარეს, რადგან სთავაზობდნენ დასაქმებას ამ ხალხის და არა დარჩენას. ეს ორი სხვადასხვა რამეა. საკუთარი მოსახლეობა გაწირეს და ამას ძალიან მალე დავინახავთ ჩვენ", - განაცხადა ბალამწარაშვილმა.