ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია სასულიერო პირების მონაწილეობით - საპატრიარქო დუმს

21.12.23 11:09
ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია სასულიერო პირების მონაწილეობით - საპატრიარქო დუმს

დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე ევროკავშირის დროშების დაწვაში მხილებულ ადამიანებს - შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე  განმარტებებს არ აკეთებს.

რადიკალური დაჯგუფების მიერ გავრცელებული კადრებით დგინდება რომ შავი კამპანიის უკან სასულიერო პირებიც დგანან. ამიტომ საინტერესოა, რას მოიმოქმედებს საპატრიარქო, კანონ დამრღვევი მღვდელმსახურების წინააღმდეგ. 

"პირველები" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა მამა ანდრია ჯაღმაიძე ამობს, რომ ის სატელეფონო კომენტარებს არ აკეთებს. 

პრორუსულმა ძალებმა საქართველოში ევროკავშირის დროში დაწვის ახალი კამპანია დაიწყეს, ქუცაში შენობაში ბინაში, რადიკალურ მოძრაობის წევრები ყველგან ევროკავშირის დროშას წვავენ და ვიდეომასალას ვირუსულად სოციალურ ქსელში ავრცელებენ, ანტიდასავლური და პრორუსული კამპანიის საფუძვლად მათი თანამოაზრის ლაშა შაუხიას დაკავება დაასახლეს, რომელიც, საქართველოს მიერ სტატუტის მიღებიდან მალევე, მცხეთის მერიის შენობაზე აძვრა და ევროკავშირის დროშას ცეცხლი წაუკიდა. 

მსგავსი სიახლეები