ჩვენი საბოლოო იმედი ქალბატონი პრეზიდენტია - ლაზარეს დედა

21.12.23 13:17
 ჩვენი საბოლოო იმედი ქალბატონი პრეზიდენტია - ლაზარეს დედა

სამართალი სასამართლოში არ არსებობს - მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა "პირველებთან" ამბობს, რომ მათი ერთადერთი იმედი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია. 

რაღაც სასაცილო ცირკს ვუყურებ ყოველჯერზე. არანაირი განცდა არ მაქვს. ყველა ტელეფონში ზის, ყველა რაღაც ვითომ საქმიანი სახით, მაგრამ საქმეს არ აკეთებენ. სამართალი სასამართლოში არ არსებობს. სუფთა ფურცელზე მოხდა ის, რაც მოხდა, არავინ არ ველოდით ამას. არაფერი არ არის გამორიცხული. თუ გადაწყდება ისე, როგორც ჩვენ არ გაგვიხარდება, საბოლოოდ მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს. ჩვენი საბოლოო იმედი არის ქალბატონი პრეზიდენტი", - თქვა თამთა კალანდაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი იწყება. 

სხდომის პარალელურად სასამართლოში 21 წლის აქტივისტის მეგორები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. 

 

მსგავსი სიახლეები