მავნებლური - გოცირიძე გახარიას გუნდის მოთხოვნაზე

21.12.23 13:25
მავნებლური - გოცირიძე გახარიას გუნდის მოთხოვნაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე „მავნებლურს“ უწოდებს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

გოცირიძის შეფასებით, ეს  განცხადება წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

„ძალიან მავნებლური და არაჰუმანური განცხადებაა, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ. ოპოზიცია უნდა იყოს უფრო სოლიდარული და კონსოლიდირებული და ამის ნაცვლად  განხეთქილების ელემენტები შემოაქვს ოპოზიციაში. ამ განცხადების გაკეთება „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

პარტიული ლიდერები ექიმები არ არიან, მათ არ აქვთ ადამიანის ჯანმრთელობაზე საუბრის უფლება. ის თუ რა მდგომარეობაში იყო მიხეილ სააკაშვილი და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის დასკვნებიდან კარგად ჩანს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.