არ გამიკვირდება, სააკაშვილის თვალების დათხრა რომ მოინდომონ - ფავლენიშვილი გახარიას გუნდზე

21.12.23 13:31
არ გამიკვირდება, სააკაშვილის თვალების დათხრა რომ მოინდომონ - ფავლენიშვილი გახარიას გუნდზე

საშუალება რომ ჰქონდეთ, შეიძლება თვალებიც დათხარონ მიხეილ სააკაშვილს - ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი გახარიას გუნდის ინიციატივას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში დაბრუნების შესახებ.

ფავლენიშვილის თქმით, მას არ გაუკვირდება, რომ პუტინის ტყვის დასჯა ყოფილი პრემიერის გუნდმა უფრო მკაცრი მეთოდებით რომ მოითხოვოს.

გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით. ამიტომაც, პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება არ არის, რა თქმა უნდა, მოულოდნელობა და არც ის იქნება გასაკვირი, მისი დასახიჩრება, დასჯა უფრო მკაცრი მეთოდებით რომ მოითხოვონ და თვალების დათხრა რომ მოინდომონ ამ ადამიანებმა. მითუმეტეს ადამიანური თვალსაზრისით, პატიმრის დაბადების დღეზე საქართველოში ამ ადამიანის, პატიმრის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებების მოთხოვნა, რომელ ადამიანობაში, რომელ ქართულ ეთიკაში ჯდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია. მათ რომ ჰქონდეთ ამის საშუალება, შეიძლება თვალებიც დათხარონ მიხეილ სააკაშვილს და შეიძლება დაასახიჩრონ კიდევაც მიხეილ სააკაშვილი, რადგან ეს არის მათი ხელწერა, პატრიოტების წინააღმდეგ ბრძოლა", - აღნიშნა ფავლენიშვილმა.