გახარიას თუ გვახარია გუნდი როგორ აფასებს სააკაშვილის მდგომარეობას, ნაკლებად მაინტერესებს - ზურაბ ჩხაიძე

21.12.23 13:43
გახარიას თუ გვახარია გუნდი როგორ აფასებს სააკაშვილის მდგომარეობას, ნაკლებად მაინტერესებს - ზურაბ ჩხაიძე

გახარიას თუ გვახარია გუნდი როგორ აფასებს სააკაშვილის მდგომარეობას, ნაკლებად მაინტერესებს - ასე ეხმაურება "პირველებთან" "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ყოფილი პრემიერის გუნდის ინიციატივას მესამე პრეზიდენტის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ჩხაიძე პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება.

მე ამას ვერ შევაფასებ, ამას როგორ ხედავს გახარია თუ გვახარია თუ ვისი გუნდია, ეს ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი პასუხი არის სტანდარტული ამაზე. პაციენტი არის კლინიკაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მონაცემი აკმაყოფილებს იმ მონაცემს, რომ ის იმყოფებოდეს სტაციონალურ მკურნალობაში.