საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება პოლიტიზებული გადაწყვეტილებაა, რომლითაც რუსეთის გაღიზიანება სურთ - პესკოვი

21.12.23 14:53
საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება პოლიტიზებული გადაწყვეტილებაა, რომლითაც რუსეთის გაღიზიანება სურთ - პესკოვი

"ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება პოლიტიზებულია, რითაც რუსეთის გაღიზიანება სურთ", - ამის შესახებ განცხადება კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან გააკეთა.

მისი თქმით, "არსებობს პოლიტიკური ნების დემონსტრაციის სურვილი ევროკავშირის სტრუქტურაზე ზიანის მიყენების სანაცვლოდ".

ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის აბსოლუტურად დამოუკიდებელი საქმეა. თუმცა პირდაპირ ჩანს ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირება. ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე, როცა ასეთი პოლიტიკური ნების დემონსტრირება სურთ, აკეთებენ, ძირითადად, იმ სურვილით, რომ კიდევ უფრო გააღიზიანონ რუსეთი და ეს ქვეყნები ანტაგონისტურად გააწყონ რუსეთის მიმართ" – თქვა პესკოვმა.