"ანომალიურ ბიუჯეტს ამტკიცებთ" - ხმაური რუსთავის საკრებულოში

21.12.23 15:05
"ანომალიურ ბიუჯეტს ამტკიცებთ" - ხმაური რუსთავის საკრებულოში

ამ წუთებში რუსთავის საკრებულოში სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს - ოპოზიცია 2024 წლის ბიუჯეტის განხილვას აპროტესტებს. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი რუსთავის გამოწვევებს ვერ პასუხობს.

ბიუჯეტის პროექტში არ არის არც ერთი ჩანაწერი, რომელიც ხალხს მისცემს გარანტიებს, რომ მათი ინტერესები გათვალისწინებული იქნება. ქალაქის მერს ხალხმა საკუთარი პრობლემების შესახებ ინფორმაცია წინსწრებით მიაწოდა, რაც წესით საკრებულოსაც უნდა გაეთვალისწინებინა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.