სააკაშვილი შესანიშნავ ფორმაშია, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას - კალაძე გახარიას გუნდს ეთანხმება

21.12.23 15:03
სააკაშვილი შესანიშნავ ფორმაშია, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას - კალაძე გახარიას გუნდს ეთანხმება

"ქართული ოცნება" გიორგი გახარიას გუნდს დაეთანხმა. პირველად, პოლიტიკური გაყრის შემდეგ, სახელისუფლებო პარტია ექს-პრემიერის გუნდის მოსაზრებებს იზიარებს. პოლიტიკურ მტრად მოკიდებული ყოფილი მოკავშირეების გამაერთიანებლად მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქცა. გახარიას პარტიის შემდეგ, ახლა უკვე თბილისი მერი, კახა კალაძეც ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი კარგად გამოიყრება და იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყება მისი ციხეში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ალბათ, [მის ციხეში გადაყვანაზე] შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, ცხადია, მას არასდროს, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. უბრალოდ ის კამპანიას აწარმოებდა ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუკი რაიმე დაავადება არსებობს მსოფლიოში, ყველა ამ ადამიანს ჰქონდა თითქოს. ასე საუბრობდნენ და ამბობდნენ მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები. რეალურად, ეს ადამიანი იყო დიეტაზე. შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება. ალბათ, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კალაძემ.