ოპოზიციის ბოიკოტი საკრებულოს სხდომას - სენაკის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დამტკიცდა
ხმაურის და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს ქალაქის ბიუჯეტი სენაკის საკრებულოში - ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ვერც ამ ქალაქში პასუხობს გამოწვევებს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც გაირკვა, მხოლოდ ხუთი მილიონი დაიხარჯება მერიის შესანახად. ძვირდება საჯარო მოხელეების ხელფასები და საწვავის ხარჯებიც, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ არაფერი კეთდება ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და არც ასობით უპატრონოდ ქუჩაში დარჩენილი ძაღლისთვის, რომელთათვისაც წესით თავშესაფრები უნდა მოწყობილიყო.