ოპოზიციის ნაწილი ეცდება, დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული ენმ-სა და მისი ლიდერისგან - ქადაგიშვილი
პოზიციის ნაწილი ეცდება, დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული ენმ-სა და მისი ლიდერისგან - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებასტან დაკავშირებით.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში დაბრუნების საკითხს შესაბამისი უწყება წყვეტს და არც ერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაზე არ არის ეს დამოკიდებული.
„მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მისი პატიმრობის მდგომარეობას წყვეტს შესაბამისი უწყება. არც ერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაზე არ არის ეს დამოკიდებული. რაც შეეხება მათი განცხადების პოლიტიკურ ნაწილს, ახლა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, რომ დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან. ეს განცხადება, ამ შემთხვევაში, უფრო ამას ემსახურება. პოლიტიკურ ნაწილში, ალბათ, ეს არის მათი მიზანი", - განაცხადა ქადაგიშვილმა.