უნიათო მთავრობა - დევნილები "ოცნებას" ბიჭვინთის აგარაკების საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ

21.12.23 15:48
უნიათო მთავრობა - დევნილები "ოცნებას" ბიჭვინთის აგარაკების საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ

სრული დუმილი საგარეო საქმეთა სამინისტროში - ილია დარჩიაშვილის უწყება ამ დრომდე არ ამბობს, რა რეაგირება ექნება ოფიციალურ თბილის იმ შემთხვევაში, თუ საოკუპაციო რეჟიმი ბიჭვინთის აგარაკებს პუტინს აჩუქებს.

წინასაახალწლო საჩუქარს რუს დიქტატორს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაუკეთებენ. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტი საგანგებო სხდომისთვის ემზადება. ის, ვინც ამ საკითხს კარგად იცნობს, არ გამორიცხავს, რომ ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში შიდაკლანური დაპირისპირებაა და ბიჭვინთის აგარაკების თემას საკუთარი ინტერესების დასაცავად იყენებენ.

"აი ასეთ მდაბიურ თამაშს ვხედავთ რუსეთისგან, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პასუხი არ გააჩნია", - ასე აფასებს იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია "დევნილები დევნილებისთვის" ხელმძღვანელი, ირაკლი ტორუა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს "უნიათოს" უწოდებს.

ყველა ეს ნაბიჯები რუსეთის მხრიდან არის პასუხი იმაზე, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. აი ასეთ მდაბიურ თამაშს ვხედავთ რუსეთისგან, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პასუხი არ გააჩნია. ვერაფერს ვერ აკეთებს რეალურად. ეს არის უნიათო მთავრობა, რომელსაც არანაირი ძალა არაფრის არ გააჩნია", - აღნიშნა ირაკლი ტორუამ.