გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას - კალაძე ბიჭვინთაზე

21.12.23 15:53
გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას - კალაძე ბიჭვინთაზე

 რა რეაგირება ექნება ოფიციალურ თბილის იმ შემთხვევაში, თუ საოკუპაციო რეჟიმი ბიჭვინთის აგარაკებს პუტინს აჩუქებს? - დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ცენტრალური ხელისუფლება "ყველა პლატფორმას გამოიყენებს, რათა ასეთ ფაქტებს გავცეთ შესაბამისი პასუხი". 

ყველა საერთაშორისო დონეზე ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო პლატფორმები გამოყენებული იქნა და გამოყენებული იქნება სამომავლოდ, რომ ასეთ ფაქტებს გაეცეს შესაბამისი პასუხი", - აღნიშნა კალაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 28 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკების ბედი გადაწყდება. 

სავარაუდოდ, წლის ბოლომდე საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მიტაცებულ მიწებს პუტინს აჩუქებს. 

უფრო კონკრეტულად, ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო მდებარე 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადაცემაზე შეთანხმება რუსეთმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას შორის 2022 წლის იანვარში მოსკოვში შედგა, თუმცა პროცესები მაშინ აფხაზური საზოგადოების გამოსვლებმა დროებით შეაჩერა.