პრეზიდენტი ხელისუფლების მიტაცებაზე საუბარს იწყებს - გოცირიძე
"ევროოპტიმისტების" ლიდერს, რომან გოცირიძეს, საქართველოს პრეზიდენტის ზუგდიდში გაკეთებული განცხადებები უტოვებს განცდას, რომ სალომე ზურაბიშვილის უკვე ხელისუფლების მიტაცებაზე საუბარს იწყებს.
ის უკვე იწყებს იმ საკითხებზე საუბარს, რომელიც ეხება ხელისუფლების მიტაცებას და უზურპაციას, მათ შორის სასამართლო სისტემის არარსებობის კუთხით", - აცხადებს რომან გოცირიძე.
2024 წელი სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს გათავისუფლების წლად გამოაცხადა. პრეზიდენტმა სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლებაზე ზუგდიდში, მართლმსაჯულების სახლის გახსნაზე ილაპარაკა.
ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებაზე" იერიშისთვის ისევ ალეგორიების გზა აირჩია, თქვა რომ როდესაც თავისუფალ სასამართლოს ხალხს ართმევენ, ასეთ შემთხვევებში პროცესები ქუჩაში გადადის. იყო პარალელები საბჭოთა კავშირთან, როდესაც კომუნისტური რეჟიმი ხალხს უსამართლობას აჩვევდა. ფაქტია, საბჭოთა წარსულის გახსენება სალომე ზურაბიშვილისგან, მხოლოდ ისტორიის გაკვეთლები არ ყოფილა და ყველა სიტყვას მისი ადრესატი ჰყავდა.