პრეზიდენტის განცხადებები ოპოზიციონერების განცხადებების გადამღერებაა - ქადაგიშვილი
პრეზიდენტის განცხადებები ოპოზიციური პოლიტიკოსების განცხადებების გადამღერებაა - ასე აფასებს "ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში გაკეტებულ განცხადებას
ქადაგიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არანაირ რეალურ მონაცემზე, რეალურ პრაქტიკაზე, რეალურ ხედვაზე არ არის დაყრდნობილი.
საერთოდ, პრეზიდენტის განცხადებები, ეს არის ჩვეულებრივი ოპოზიციური პოლიტიკოსის განცხადება, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი ყველაზე ბოლო ოპოზიციური პოლიტიკოსის განცხადებებისაგან. არანაირი, რეალურ მონაცემებზე, რეალურ პრაქტიკაზე, რეალურ ხედვაზე არ არის დაყრდნობილი მისი მათ შორის, ეს კონკრეტული განცხადება. ჩვეულებრივი პოპულისტური, ოპოზიციური ერთ-ერთი რიგირთი განცხადების გადამღერებაა "ნაციონალური მოძრაობის" პირიდან, ეს განცხადებები აღარავის აინტერესებს და ეს ახალი გამხმოვანებელია ამ ძველი ლოზუნგებისა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
2024 წელი სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს გათავისუფლების წლად გამოაცხადა. პრეზიდენტმა სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლებაზე ზუგდიდში, მართლმსაჯულების სახლის გახსნაზე ილაპარაკა.
ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებაზე" იერიშისთვის ისევ ალეგორიების გზა აირჩია, თქვა რომ როდესაც თავისუფალ სასამართლოს ხალხს ართმევენ, ასეთ შემთხვევებში პროცესები ქუჩაში გადადის. იყო პარალელები საბჭოთა კავშირთან, როდესაც კომუნისტური რეჟიმი ხალხს უსამართლობას აჩვევდა. ფაქტია, საბჭოთა წარსულის გახსენება სალომე ზურაბიშვილისგან, მხოლოდ ისტორიის გაკვეთლები არ ყოფილა და ყველა სიტყვას მისი ადრესატი ჰყავდა.