ლევან ხაბეიშვილმა გურიაში - ლანჩხუთში, ჩოხატაურში და ოზურგეთში პარტიის ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან გიორგი ვაშაძესთან და პარტიების ლიდერებთან ერთად გურიაში, პარტიის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ.
„გურიაში შევხვდით ადგილობრივ ლიდერებს - ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურში. მადლობა გადავუხადეთ თითოეულ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრს, ვინც ამ წლების განმავლობაში იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიული საქართველოსთვის. ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი იშრომეს, მათ შორის 2023 წელს და ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალთან ერთად იმისთვის, რომ სწრაფი განვითარება გვქონდეს, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს, დღეს ვიქნებით ფოთში, ხვალ გავაგრძელებთ აჭარაში, ჩავალთ სამეგრელოში, მოვივლით საქართველოს ყველა ქალაქს, ყველა რეგიონს იმისთვის, რომ ჩვენს ლიდერებს გადავუხადოთ მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ადგილზე ხალხის ინტერესების დაცვისთვის და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ადამიანებს უწევთ ტერორის, დიდი ზეწოლის ქვეშ მუშაობა, მაგრამ ისინი ვერ გატეხეს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა