"სერიოზული კითხვის ნიშნებია პოლიტიკურ ორიენტაციაზე" - დაპირისპირება გახარიას გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის
დაპირისპირება გახარიას გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის პიკს აღწევს - ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას კითხვის ნიშნების აქვს ყოფილი პრემიერის გუნდის პოლიტიკურ ორიენტაციაზე, რადგან ვერ ხვდება, როდესაც რუსი ოლიგარქი მართავს ქვეყანას და ესაა მთავარი პრობლემა, რატომ ამოიღო პარტიამ "საქართველოსთის" სააკაშვილი მიზანში.
ყველაზე დიდ ოპოიზიციური პარტიაში უკვე ეჭვი ეპარებათ, რომ გახარია მართლაა ოპოზიციაშია. ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი გახარიას სერიოზულ საფრთხედ რომ აღიქვამდეს, საკმარისი საქმეები ექნება იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური საქმე შეკეროს, თუმცა ამას არ აკეთებს.
როდესაც მიხეილ სააკაშვილს ამოიღებ სამიზნედ, მაშინ, როდესაც რუსი ოლიგარქი მართავს ქვეყანას, სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდება საზოგადოებაში შენს პოლიტიკურ ორიენტაციაზე და მიზნებზე. გახარიამ, რომელსაც ხელი მიუწვდება მედიებთან, გასცეს საზოგადოებას ისეთ კითხვებზე პასუხი, როგორიცაა 20 ივნისი, ბასიანი. უკაცრავად, მაგრამ რეალურ საფრთხედ რომ აღიქვავდეს გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილი, როგორ გგონიათ, მისი პრემიერობის დროს არ ექნება დაგროვილი საკმარისი საქმეები იმისთვის, რომ პოლიტიკური საქმე შეკეროს მის წინააღმდეგ?"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.
თინა ბოკუჩავას პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი პასუხობს და ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გულზე მოხვდა მათი განცხადება.
ლულუაშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისგან ეს არ უკვირს, რადგან მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი დეპრესიული პერიოდია.
როგორც ჩანს თინა ბოკუჩავას და ენმ-ს გულზე მოხვდა ეს. გასაგებია ეს, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს დიდი დეპრესიული პერიოდი, იმიტომ, რომ ფაქტობრივად დაშლილია და ისტორიულ მინიმუმზეა მათი მხარდაჭერა. გასაგებია, მესმის, რომ შეიძლება უჭირთ ის, რომ გახარიაზე საქმე უბრალოდ არ იკერება, რადგან არაფერი შეკერილი და ჩადენილი დანაშაული არ არის. 20 ივნისი, ბასიანი და პანკისი ძალადობრივი მემკვიდრეობა არ იყო", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
შეგახენებთ, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.