„ჩემს ოჯახზე სასაუბროდ ვართ?“ „წესიერად ილაპარაკე“ - დაპირისპირება რუსთავის საკრებულოში
„ჩემს ოჯახზე სასაუბროდ ვართ?“ „ქუჩაში არავინ არ არის, საკრებულოში ვართ“, „წესიერად ილაპარაკე“ - დაპირისპირება რუსთავის საკრებულოში.
რუსთავის საკრებულოში დაძაბულობა პიკს აღწევს. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს "ოცნების" უმრავლესობა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე იღებს.
ვითარება რამდენჯერმე უკონტროლოც კი გახდა. ხალხი ქალაქის მერისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვს. ერთამნეთს საუბარს არ აცდიან არც დეპუტატები. ყოველი ახალი წინადადების წამოჭრა ჩხუბით და ყვირილით სრულდება.
მას შემდეგ, რაც ჩვენ საბიუჯეტო პროცესიდან გამომდინარე დავაზუსტებთ კიდევ გარკვეულ დეტალებს, ჩვენ შევთანხმდებით, რომ მხარი დავუჭიროთ...
სხვა დეპუტატების მაგივრად თქვენ რატომ ლაპარაკობთ, თქვენი საკრებულოა?
ის, რომ დასუფთავების თანამშრომლები დღე და ღამეს ასწორებენ და მძღოლებს ავტობუსებში ...“ - ამბობს ნინო ლაცაბიძე.
საკუთარი პრობლემების გასაზიარებლად საკრებულოში მისულმა ხალხმა სხდომათა დარბაზი დატოვა, რადგან პასუხები ქალაქის მერისგან ვერ მოისმინეს. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ორომტრიალით მათი საჭიროებები ვერ მოგვარდება.
5 წლის განმავლობაში ვთხოვთ, რომ შუამდგომლობა გაგვიწიონ, სამ ოჯახს აქვს დენი და დანარჩენებს არ გვაქვს დენი. მეზობელმა შემომიყვანა ცოტა ხანი, მერე ისევ გამითიშა და მთელი ზამთარი გავიყინე, ისეთი სიცივეა, რომ კბილი კბილს მაცემინებდა, ორი კვირა ლოგინად ვიყავი ჩაწოლილი სიცივისგან,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.