კაბუ, რომელიც ქალზე ძალადობაშია ბრალდებული, ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე იმღერებს

21.12.23 17:22
კაბუ, რომელიც ქალზე ძალადობაშია ბრალდებული, ახალციხის მერიის საახალწლო კონცერტზე იმღერებს

ქალზე ძალადობაში ბრალდებული კაბუ წინასაახალწლოდ ახალციხეში იმღერებს. ამ ინფორმაციას და ღონისძიებების პროგრამას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

პროგრამის თანახმად, კაბუ ახალციხეში 27 დეკემბერს იმღერებს:

🎄🎅🎆 საახალწლო ღონისძიებების პროგრამა

  🎊🎄 24 დეკემბერი -  ქ.ვალე
 
 📍  ღონისძიების ადგილი: კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია
🕕✨ საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 18:00 საათი

🔹 საახალწლო მილოცვა;
🔹ნაძვის ხის ანთება;
🔹საღამოს მუსიკალურად გააფორმებს  ნინო ჩხეიძე;
🔹საზეიმო ფოიერვერკი;

 🎊🎄 25 დეკემბერი  -  ქ.ახალციხე

📍  ღონისძიების ადგილი: შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია
🕖✨ საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 19:00 საათი

🔹 თოვლის პაპის და ზღაპრის გმირების საახალწლო წარმოდგენა,  სამუსიკო სკოლის დრამერების შოუ; 
🔹 საახალწლო მილოცვა;
🔹 კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით; 
🔹 მთავარი ნაძვის ხის ანთება;
🔹 საღამოს მუსიკალურად გააფორმებს  ჯგუფი ,,სახე“; 
🔹 საზეიმო ფოიერვერკი;

 🎊🎄 27 დეკემბერი - ქალაქი ახალციხე 
 
📍  ღონისძიების ადგილი: შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია
🕕✨ საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 18:00 საათი

🔹 კონცერტი  - ლინდა ადამია,  ჯგუფი ,,1/4“,  კაბუ;

 🎊🎄 29 დეკემბერი - ქალაქი ახალციხე

📍  ღონისძიების ადგილი: შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია

🕕✨ საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 18:00 საათი

🔹 კონცერტი -  დუეტი ,,ჯორჯია“;   ბედინა;" - წერია ახალციხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეგობარი ქალის ცემასა და ნარკოტიკების უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა მატროსოვის ციხე 29 ნოემბერს დატოვა. 

შეგახსენებთ, რომ კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს. ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.