20 ივნისი, ბასიანი და პანკისი ძალადობრივი მემკვიდრეობა არ არის - ლილუაშვილი

21.12.23 17:26
20 ივნისი, ბასიანი და პანკისი ძალადობრივი მემკვიდრეობა არ არის - ლილუაშვილი

დაპირისპირება გახარიას გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის პიკს აღწევს - ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიაში გულზე მოხვდათ მათი განცხადებები.

როგორც ჩანს თინა ბოკუჩავას და ენმ-ს გულზე მოხვდა ეს. გასაგებია ეს, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს დიდი დეპრესიული პერიოდი, იმიტომ, რომ ფაქტობრივად დაშლილია და ისტორიულ მინიმუმზეა მათი მხარდაჭერა. გასაგებია, მესმის, რომ შეიძლება უჭირთ ის, რომ გახარიაზე საქმე უბრალოდ არ იკერება, რადგან არაფერი შეკერილი და ჩადენილი დანაშაული არ არის", - ამბობს ლილუაშვილი.

"პირველების" კითხვაზე 20 ივნისი, ბასიანის სპეცოპერაცია და პანკისის მოვლენები არის თუ არა გახარიას მიერ ჩადენილი დანაშაული, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ არა.

20 ივნისი, ბასიანი და პანკისი ძალადობრივი მემკვიდრეობა არ არის", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

შეგახენებთ, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.