ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც თითქმის აღარ არის სივრცე, სადაც შეიძლება თავისუფლად ლაპარაკი - დავით დოიაშვილი
„ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც თითქმის აღარ არის სივრცე, სადაც შეიძლება თავისუფლად ლაპარაკი, ამიტომ პრემია „თავისუფალი“ შეიძლება იყოს ერთადერთი წითელი მაშველი რგოლი, რომ ამ თავისუფლებაზე შევძლოთ ლაპარაკი,“ - ამის შესახებ მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი საუბრობს. ვიდეოჩანაწერს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თეატრალური პრემია „თავისუფალის“ დაჯილდოების ცერემონია წელს პირველად გაიმართა, სადაც დოიაშვილმა ხელოვნებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არსებობს „მარწუხები“, რომელიც „უხვად არის ზემოდან“.
ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც თითქმის აღარ არის სივრცე, სადაც შეიძლება თავისუფლად ლაპარაკი, თითქმის აღარ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ თავისუფლად ლაპარაკი, ამიტომ პრემია „თავისუფალი“ შეიძლება იყოს ერთადერთი წითელი მაშველი რგოლი, რომ ამ თავისუფლებაზე შევძლოთ ლაპარაკი და გავთავისუფლდეთ იმ მარწუხებისგან, რომელიც უხვად არის ზემოდან, ამიტომ დამფუძნებლების საყურადღებოდ მინდა, ვთქვა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეთ და ეს პასუხისმგებლობა გთხოვთ, მიიყვანოთ ბოლომდე, რომ არ შეცვალოთ ისტორია, რომ ყველაფერი სწორად იყოს გაკეთებული, ამიტომ თავისთავად ხელოვნება არის პოლიტიკური, არის თავისუფალი და არის დამოუკიდებელი,“ - ამბობს დავით დოიაშვილი.