"ოცნებაში" ხვალ ჩაინიშნა პოლიტსაბჭოს სხდომა, სჭირდებათ, რომ ან თავი იმართლონ, სტრატეგია შეიმუშაონ, ან გვლანძღონ - დაუშვილი

21.12.23 19:13
"ოცნებაში" ხვალ ჩაინიშნა პოლიტსაბჭოს სხდომა, სჭირდებათ, რომ ან თავი იმართლონ, სტრატეგია შეიმუშაონ, ან გვლანძღონ - დაუშვილი

"ოცნებაში ხვალ ჩაინიშნა პოლიტსაბჭოს სხდომა, იმიტომ, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ჩვენ რომ სიმართლე ვთქვით" - ამ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი აკეთებს.

დაუშვილმა "დღის ამბებში" განაცხადა, რომ მმართველ გუნდში ჩანიშნული პოლტსაბჭოს სხდომა გახარიას გუნდის დღევანდელ განცხადებას უკავშირდება, როცა პარტიამ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება მოითხოვა

"ოცნებაში" ხვალ ჩაინიშნა პოლიტსაბჭოს სხდომა. მინდა გაგახსენოთ, რომ საკმაოდ იშვიათად ინიშნება პოლიტსაბჭოს სხდომები „ოცნებაში“, იმიტომ, რომ არ სჭირდებათ. რატომ გააკეთეს ეს დღეს, იმიტომ, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ჩვენ რომ სიმართლე ვთქვით, ამ სიმართლის გამო ახლა მათ სჭირდებათ, რომ ან თავი იმართლონ, ან რამე სტრატეგია შეიმუშაონ, ან ჩვენ გვლანძღონ, ეს არის, ამისთვის სჭირდებათ," - ამბობს დაუშვილი.