"დააბრუნეთ სააკაშვილი ციხეში" - დღეს, "ოცნების" და გახარიას გამაერთიანებლად საქართველოს მესამე პრეზიდენტი იქცა
"დააბრუნეთ სააკაშვილი ციხეში" - პირველად, რამდენიმეწლიანი დაპირისპირების შემდეგ "ოცნებამ" და გახარიამ შეთანხმებას მიაღწიეს? ფაქტია, რომ პოლიტიკური მტრების გამაერთიანებლად საქართველოს მესამე პრეზიდენტი იქცა. ექს-პრემიერის მოთხოვნამ, დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედიდან" ციხეში, "ქართული ოცნება" ძალიან გაახარა. გახარიას გუნდში გაკეთებულმა განცხადებამ ერთგვარი კამპანიის სახე მიიღო, რომელმაც მთელი მმართველი პარტია მოიცვა.
გეგმავს თუ არა ხელისუფლება გახარიას სახელით სააკაშვილის ციხეში დასაბრუნებლად წინასწარ ნიადაგი მოამზადოს? მიხეილ სააკაშვილი კარგად არის, მას მკურნალობა აღარ სჭირდება - პატიმარ პრეზიდენტს დიაგნოზებს დღეს ერთმანეთის მიყოლებით უსვამდნენ, მაგრამ რეალობას აცდნენ. ყველაფერს წერტილი "ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა დაუსვა. ზურაბ ჩხაიძემ დეპუტატებს შეუთვალა, რომ პრეზიდენტი "ვივა მედში" კიდევ დიდი ხნით დარჩება, რადგან მას მკურნალობა სჭირდება.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძსი რეპორტაჟში.