შეცდომის აღიარება 15 წლის შემდეგ და ბოდიში საქართველოს - ბრაიზას მიერ გათქმულმა ამბავმა "ოცნების" პროპაგანდა სრულად ჩამოანგრია
შეცდომის აღიარება 15 წლის შემდეგ და ბოდიში საქართველოს. ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გათქმულმა ამბავმა ქართული ოცნების პროპაგანდა - "ომი საქართველომ დაიწყო", წლების შემდეგ სრულად ჩამოანგრია. ჯერ კიდევ როდის იცოდა დასავლეთმა, რომ რუსეთი საქართველოში შეჭრას აპირებდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე იხსენებს, რომ 2004 წელს მას პირადად ზურაბ ჟვანიამ დაურეკა და უთხრა, რომ რუსული ჯავშანტექნიკა როკის გვირაბთან გადაადგილდებოდა და მაშინდელი პრემიერი დახმარებას დასავლეთისგან ითხოვდა.
ბრაიზა აღიარებს რომ პარტნიორებმა საქართველოდან მიღებული ინფორმაცია არ დაიჯერეს, რადგან ვერაფრით წარმოიდგინეს, რომ რუსეთი საქართველოში ომისთვის ემზადებოდა. ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსანი 15 წლის შემდეგ ამბობს, რომ ეს იყო საშინელი შეცდომა, რადგან თუ რუსეთის ინტერვენციამდე 4 წლით ადრე დასავლეთიდან პრევენცია მოხდებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომი დიდი ალბათობით თავიდან იქნებოდა აცილებული.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.