გახარიას გუნდი "ოცნებისთვის" მაშველ რგოლად იქცა - ექს-პრემიერის პარტიამ რუსთავში ბიუჯეტის პროექტი ჩავარდნას გადაარჩინა
გახარიას გუნდი "ოცნებისთვის" მაშველ რგოლად იქცა. ექს პრემიერის პარტიამ რუსთავში ბიუჯეტის პროექტი ჩავარდნას გადაარჩინა. ეს ის საფინანსო დოკუმენტია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში რუსთავის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირებისა და ჩხუბის მიზეზი იყო. ხალხი დღეს მაღალჩინოსნებს პირადად სთხოვდა, რომ ერთ წელს მაინც მათზე ეზრუნათ, რადგან ზამთარში ყინვას და შიმშილს გადაურჩნენ.
ხალხის ფული ხალხის კეთილდღეობაზე ისევ არ დაიხარჯება - რუსთავის შემდეგ სენაკი. აქაც ბიუჯეტი ჩხუბის ფონზე დაამტკიცეს. ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა ოცნებას რუსთავისგან განსხვავებით სენაკში გახარიას გუნდის მხარდაჭერა არ დასჭირვებია. სენაკში, მომავალ წელს მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე 5 მილიონი დაიხარჯება.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.