გაწირა თუ არა "ოცნებამ" საკუთარი მოქალაქეები არალეგალური სამსახურისთვის - გერმანიის საზმაუს მიერ გათქმული სკანდალი
გაწირა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები არალეგალური სამსახურისთვის. სკანდალურ ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ქართველი ემიგრანტების ლეგალურ დასაქმებაზე გერმანიის შს მინისტრმა ქართველი კოლეგისგან უარი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში მყოფი ქართველები ოფიციალურად ქვეყანაში ვეღარ დასაქმდებიან. ანუ სახელმწიფომ უარი თქვა საკუთარი თანამოქალქეებს იგივე ანაზღაურებით ემუშავათ ევროპაში, რასაც ადგილობრივები იღებენ.
გომელაურის უწყება ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ე.წ. ბალკანურ მოდელზე ხელმოწერის შეთავაზება გერმანელი კოლეგის მხრიდან საერთოდ არ ყოფილა. იგივეს იმეორებს "ქართული ოცნებაც", თუმცა სრულიად განსხვავებულ ვერსიას წერს მედია. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ინფორმაციას ქვეყნის შს მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს და შესაბამისად სანდოობაც მაღალია. გომელარის არგუმენტი იყო, რომ ხელისუფლება ქვეყნიდან ტვინების გადინების წინააღმდეგია.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.