"საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის" - საქართველოს საელჩო ჩეხეთში

21.12.23 21:17
"საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის" - საქართველოს საელჩო ჩეხეთში

სროლა პრაღის ცენტრში - საქართველოს საელჩო ჩეხეთში განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა და მოკლულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

დღეს, ქ. პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში  განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი:  +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე! 
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებს და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველ შესაბამის სამსახურთან," - წერია საელჩოს განცხადებაში.