მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს მისი თანამებრძოლები ულოცავენ
მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს "ვივამედის" პალატიდან ესალმება. ფანჯრის მეშვეობით გადაუხადა მადლობა მესამე პრეზიდენტმა კლინიკასთან შეკრებილ მხარდამჭერებს.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს მისი თანამებრძოლები ულოცავენ. ვივამედის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, პარტიის ლიდერები და პრეზიდენტის წარმომადგენელი იმყოფებიან. დღეს მიხეილ სააკაშვილი 56 წლის გახდა.