"11 ადამიანია დაღუპული" - კობა ლიკლიკაძე ბოლო ცნობებით პრაღიდან

21.12.23 21:29
"11 ადამიანია დაღუპული" - კობა ლიკლიკაძე ბოლო ცნობებით პრაღიდან

“როგორ მოახერხა იარაღის შეტანა? ბევრი კითხვა არსებობს” - პრაღის ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით “რეაქციაში” რადიო თავისუფლების ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე საუბრობს. 

კობა ლიკლიკაძე ამბობს, რომ შეიარაღებული პირი უნივერსიტეტში სწავლობდა, ბაკალავრიატის დამთავრებულია. ლიკლიკაძის თქმით, ჯერ უცნობია, რას უკავშირდება თავდასხმა. 

ლიკლიკაძის თქმით, დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეაობა კი მძიმეა.

დაჭრილები გადაყვანილები არიან საავადმყოფოში. 11 ადამიანია დაღუპული. ჩეხეთის პოლიციის უფროსი ამბობს, რომ რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა და არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს, - ამბობს ლიკლიკაძე.