ჩემი გულითადი ფიქრები მსხვერპლებსა და მათ ოჯახებთანაა - პრეზიდენტი პრაღაში მომხდარ თავდასხმაზე

21.12.23 21:58
ჩემი გულითადი ფიქრები მსხვერპლებსა და მათ ოჯახებთანაა - პრეზიდენტი პრაღაში მომხდარ თავდასხმაზე

სროლა პრაღის ცენტრში - საქართველოს პრეზიდენტი მომხდარს სოციალური ქსელით ეხმაურება.

პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის შესახებ ინფორმაციის გაგებამ გული გამიტეხა. ჩემი გულითადი ფიქრები მსხვერპლებსა და მათ ოჯახებთანაა", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში მასშტაბური თავდასხმა მსხვერპლით დასრულდა. შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა - ბოლო მონაცემებით, სროლამ 11 ადამიანი იმსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმმელი იდენტიფიცირებული და ლიკვიდირებულია.