ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ფოთში რაიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა
ენმ-ს თავმჯდომარე ფოთში რაიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. ლევან ხაბეიშვილმა მათ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "გამარჯვების პლატფორმა" ბრძოპლის ბოლომდე მისაყვანად ყველაფერს გააკეთებს.
ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალთ. ვხვდებით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს, მინდა რომ თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა იმ ბრძოლისთვის, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლა ჰქვია და 2024 წელს ჩვენ გველოდება მთავარი გამარჯვება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართველი ხალხი დაწინაურდა ამ ბრძოლაში 1:0, როცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამიტომ ეს გამარჯვება არის ბოლომდე მისაყვანი და “ნაციონალური მოძრაობა”, “გამარჯვების პლატფორმა” ამ მიმართულებით გააკეთებს ყველაფერს, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.