"ხალხის ძალის" გუშინდელი განცხადება აბსოლუტურად საფუძვლიანია - გივი მიქანაძე
"ხალხის ძალის" განცხადებას "ქართული ოცნება" სრულად იზიარებს. გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ რადიკალური ოპოზიცია რევოლუციური სცენარის გახორციელებას ისევ შეეცდება.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა.
"ხალხის ძალის" მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება აბსოლუტურად საფუძვლიანია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური ოპოზიცია თავისი გეგმებიდან გადახვევას არ გააკეთებს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რაიმე საფუძველს მოეჭიდონ იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარის გავითარების მცდელობა მაინც ჰქონდეთ, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ საქართველომ დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი, - ამბობს გივი მიქანაძე.
"ხალხის ძალამ" მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება სწორედ მათი დამსახურებაა. ამასთან, იგივე განცხადებაში წერენ, რომ გახსნილ კარს აზრი არ აქვს, რადგან მათი მტკიცებით, საქართველოს ევროინტეგრაცია დროში გაიწელება