"ხალხის ძალა", მორიგ ჯერზე, რუსული ფსბ-ს მიერ დაწერილ ტექსტს ახმოვანებს - ანა ნაცვლიშვილი
"ხალხის ძალა" მორიგ ჯერზე რუსული ფსბ-ს მიერ დაწერილ ტექსტს ახმოვანებს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრი ივანიშვილის გუნდის დანაყოფის განცხადებას "მავნებლურს" უწოდებს და ამბობს, რომ მათი ამოცანას ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა წარმოდგენს.
იცით, რომ "ხალხის ძალის" არცერთმა დეპუტატმა ამდენი წერა-კითხვა არ იცის და მორიგ ჯერზე ისინი აჟღერებენ და ხმოვანებენ იმას, რასაც უწერს რუსული ფსბ. რაც შეეხება მთავარ მავნებლლობას ამ წერილის, მისი ამოცანაა, რომ გაყინოს პროცესი. "ქართული ოცნება" კარგად აცნობიერებს, რომ მას არანაირი სურვილი და რესურსი არ აქვს შეასრულოს 9 რეკომენდაცია, რომ შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოს ქვეყანა. შესაბამისად, მათი მთავარი ამოცანა ახლა იქნება სტატუსქვოს შენარჩუნება და ბუნდოვანი იმედის დაკიდება, რომ "აი, რაღაცეებს ვაკეთებთ და ოდესმე რაიმე იქნება", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
"ხალხის ძალამ" მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება სწორედ მათი დამსახურებაა. ამასთან, იგივე განცხადებაში წერენ, რომ გახსნილ კარს აზრი არ აქვს, რადგან მათი მტკიცებით, საქართველოს ევროინტეგრაცია დროში გაიწელება