"რატომ არის სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაში?" - გახარიას გუნდი "ვივა მედს" უნდობლობას უცხადებს

22.12.23 11:47
"რატომ არის სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაში?" - გახარიას გუნდი "ვივა მედს" უნდობლობას უცხადებს

"რატომ არის სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაში?" - გახარის პარტია კლინიკა "ვივა მედს" უნდობლობას უცხადებს. ყოფილი პრემირის გუნდი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ ციხის კლინიკაში გადაიყვანონ. 

უკვე მეორე დღეა გახარის გუნდი სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადებას განცხადებაზე აკეთებს. ეს თემა დღესაც მთავარი პოლიტიკური განხილვის საგანია.

სააკაშვილზე ჩვენ გვინახავს კონსილიუმები. სად არის ეს ხალხი, ვინც მის მდგომარეობას აფასებდა და დასკვნებს აკეთებდა, რომ რამდენიმე დღეში უნდა გარდაცვლილიყო სააკაშვილი. ეს ხალხი სად არის? "ვივა მედის" განცხადებები რომ მოგყავთ ახლა არგუმენტად, მედია არ იყავით "ვივა მედი" მენეჯმენტს რომ ჯვარზე აცვამდა თავის სასამართლო განცხადებების გამო? ვერ გავიგე ეს ორმაგი სტანდარტია? სტრასბურგის გადაწყვეტილება ჩემი დაწერილია? ამიტომ კითხვა დასვით სწორად? სააკაშვილი რატომ არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ახლა, ეს არის მთავარი კითხვა და ეს კითხვა ჩემკენ კი არ უნდა მოემართებოდეს, უნდა მიემართებოდეს "ოცნების" წარმომადგენლებთან და უნდა ეკითხებოდეთ მათ, რატომ არ გადაწყვათ კერძო კლინიკიდან პენიტენციური სამსახურის კლინიკაში ან საერთოდ საკანში. 

ნაციონალურ მოძრაობას მოლანდებები ექნება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ბელადომანიის ფუძემდებელია საქართველოში და ბელადომანიის დრო ამ ქვეყანაში დასრულდა. ახლა რაც შეეხება გადაყვანა-გადმოყვანის საკითხს. სად წერია, რომ კლინიკაშ უნდა იყოს, იქ წერია, რომ დროებითი ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო თუ არ უნდა გამოყენებულიყო და სტრასბურგმა თქვა, რომ არ გამოიყენოთ დროებითი ღონისძიებაო. არსად მსგავსი რამ, კლინიკაში იყოს თუ სად იყოსო, იქ არ წერი", - ამბობს ლილუაშვილი.