35 ნატყვიარი მანქანაზე - "პირველებმა" თამაზ გინტურის დაცხრილული ავტომობილის ფოტოები მოიპოვა
35 ნატყვიარი მანქანაზე და კიდევ ორი შიდა სალონში - "პირველებმა" ცოტა ხნის წინ მოიპოვა თამაზ გინტურის დაცხრილული ავტომობილის პირველი ფოტოები. ამ სურათებში კარგად ჩანს, როგორ გაიმეტეს რუსმა ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქე სასიკვდილოდ. ჯერ მისდევდნენ და ისე ესროდნენ, შემდეგ კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყნეს.
სიოფელ კირბალში მომხდარი დანაშაულიდან უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა ქართული გამოძიება, ფაქტრობრივად, წინ ვერ მიდის. სწორედ ამიტომ გინტურების ოჯახი სტრასბურგში ჩივილს აანონსებს.
თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური ამბობს, რომ ავტომობილზე, რომელიც მან ცოტა ხნის წინ დაათვალიერა, ბევრად მეტი ნატყვიარია, ვიდრე მანამდე ვარაუდოდობდნენ.
მანქანას აქვს, რაც მე დავთვალე, 35 ტყვია მოხვედრილი. ორი ცალი ზედ ჩემი ძმა სადაც იჯდა, სავარძელზეა, მეორე გვერდზე სავარძელზე და დანარჩენი მანქანაა მთლიანად დაცხრილული. საბურავებზე არ ეტყობა რამდენია მოხვედრილი. არაფერი სიახლე ჯერ-ჯერობით არ არის. მემგონი, ექსპერტიოზაც არ დამთავრებულა. ჩემი ძის მანქანა ჯერ არ მოუციათ. მოვითხოვ მერე ჩემი ძმის მკვლელების დასჯას, გადმოცემას. გადმოსცენ საქართველოს ჩემი ძმის მკვლელები. ყველამ კარგად იცის ვინც იყო, ვინც მოკლა და ვინც ჩაცხრილა. თუარადა, მივმართავთ მერე სტრასბურგის სასამართლოს, - ამბობს გივი გინტური.
რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური მიმდინარე წლის 6 ნოემბერს მოკლეს. ის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაცხრილეს.