აპირებს თუ არა "ოცნება", გახარიას გუნდის განცხადების შემდეგ, სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას? - რას ამბობს მიქანაძე

22.12.23 12:09
აპირებს თუ არა "ოცნება", გახარიას გუნდის განცხადების შემდეგ, სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას? - რას ამბობს მიქანაძე

აპირებს თუ არა "ოცნება", გახარიას გუნდის განცხადების შემდეგ, სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას? - მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც მედიკოსების კომპეტენციაა და სწორედ ექიმების დასკვნაზეა დამოკიდებული გადაიყვანენ თუ არ მესამე პრეზიდენტს საპატიმროში.

სავარაუდოდ, ამის საჭიროებას ექიმები ხედავენ და სწორედ ექიმებს მიკუთვნებული კომპეტენცია არის, საედიცინო პერსონალმა უნდა თქვას, როდის არის მზად კონკრეტული პატიმარი იმისთვის, რომ დაუბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებას. შესაბამისად, ეს არის ის საკითხი, რომლის კომპეტენციაშიც ჩვენ ვერ შევალთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, როგორც კი სამედიცინო პერსონალი მსგავს რეკომენდაციას შესაბამისი დასკვნის საფუძველზე გასცემს, რა თქმა უნდა, მოხდება მისი გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში", - აცხადებს გივი მიქანაძე.

შეგახსენებთ, რომ გახარიას გუნდის მიხეილ სააკაშვილის ცხიეში დაბრუნებას ითხოვს.