თალაკვაძის მტკიცებით, ოპოზიცია არჩევნებში მოსალოდნელი მარცხის ცესკოზე გადაბრალებას ცდილობს

22.12.23 13:19
თალაკვაძის მტკიცებით, ოპოზიცია არჩევნებში მოსალოდნელი მარცხის ცესკოზე გადაბრალებას ცდილობს

"ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია არჩევნების დისკრედიტაციას წინასწარ ცდილობს. მისი თქმით, ოპონენტებმა კარგად იციან, რომ მარცხი გარანტირებული აქვთ და ახლა ცდილობენ, მოსალოდნელი წარუმატებლობა ცესკოს გადააბრალონ.  

ყველა შუალედურ არჩევნებში ამ რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო დამკვირვებლებმა 12 ქვეყნიდან დაადასტურეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ ხელმძღვანელით, ამ შემადგენლობით ზედმიწევნით ზუსტად და კანონის დაცვით ჩაატარეს არჩევნები. დაწყებული აქვს ოპოზიციას ამის დისკრედიტაციაც. ისინი ცდილობენ, რომ თავისი მარცხი, რომელიც გარდაუვლად მიაჩნიათ, წინასწარ გადააბრალონ სხვა გარემოებებს და სხვა ადამიანებს ანუ ისინი უკვე ცდილობენ, რომ არჩევნებში მოსალოდნელი მარცხი გადააბრალონ საარჩევნო ადმინისტრაციას, - ამბობს თალაკვაძე.