გახარიას გუნდის ახალი იერიში, ამჯერად ნიკა მელიაზე - ენმ-ს ექს-თავმჯდომარის თანამებრძოლის პასუხი

22.12.23 13:29
გახარიას გუნდის ახალი იერიში, ამჯერად ნიკა მელიაზე - ენმ-ს ექს-თავმჯდომარის თანამებრძოლის პასუხი

გახარიას გუნდის ახალი იერიში, ამჯერად ნიკა მელიაზე - ენმ-ს ექს-თავმჯდომარის თანამებრძოლი ბაჩო დოლიძე ვერ ხვდება რაში სდებს ბრალს ყოფილი პრემიერის პარტია ნიკა მელიას.

დათვზე სანადიროდ აღჭურვილი სპეცრაზმი რომ გვყავს, იმაზე უნდა აგოს პასუხი? მე ვერ ვხდები, ამიტომ, ჯობია მივხედოთ იმ პრობლემებს რომელიც გვაქვს და მოვითხოვოთ, პირველ რიგში ამოვიღოთ ამ უბედური ტყვიების გამოყენება, რომ მისი გამოყენება არ იყოს შესაძლებელი და მტყუან-ართალს როცა გვექნება ნორმალური სასამართლო და თუ დადგება ამის საშიროება ნამდვილად გაეცემა პასუხი", - აცხადებს დოლიძე.

ბაჩო დოლიძე გახარიას გუნდის ინიციატივასაც ეხმაურება, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის თაობაზე და ვერ ხვდება, ოპოზიციაში მყოფი ადამიანი რატომ უნდა იყო დაკავებული მსგავსი ინიციატივებით.

ოპოზიციონერი ადამიანი კაცის ციხეში გადაყვანას რომ ითხოვ, თან იმიტო კი არა რომ დააშავაო, იმიტომ რომ ვერ ვაჩუმებო, ანუ მე კონკურენაციას ვერ ვუწევ და ციხეში გადაიყვანეთო", - ამბობს ბაჩო დოლიძე.

გახარიას გუნდი ამბობს, რომ 20 ივნისს ხალხის თვალების დათხრაზე პასუხისმგებელი ნიკა მელიაცაა -  ყოფილი პრემიერი გუნდი იერიშზე გადადის. სააკაშვილის შემდეგ ახლა უკვე რიგში ნიკა მელიაა.